Monday, September 12, 2011

სასწავლო პროექტი

პროექტი: „შიდს–ის პრობლემა საქართველოში“.
პროექტის საფუძველი და მთავარი იდეა: რას ნიშნავს  შიდს–ი .     როგორია შიდს–ის  სტსატისტიკა საქართველოში. ამ ინფორმაციის მოძიება ხდება სათანადო ლიტერატურის,ინტერნეტის საშუალებით.
პროექტის აქტუალობა: რატომ გვინდა ამ საკითხის შესწავლა, რამ გამოიწვია ჩვენი ინტერესი, რა
არის პრობლემა.
არის გაურკვეველი საკითხები,იცის თუ არა ახალგაზრდამ რა არის შიდს–ი . როგორ გადაეცემა იგი და როგორ დაიცვას ადამიანმა თავი შიდს–ისაგან.
პროექტის მიზანი : რა გვინდა რომ გავიგოთ და  გამოვიკვლიოთ.       
მაგ. დავადგინოთ როგორია შიდს–ს შესახებ ცოდნის დონე ადგილობრივ ახალგაზრდობაში და მოზარდებში.
მონაწილეთა ასაკი: 15–18წ.წ
კვლევის მეთოდი: როგორ უნდა გამოვიკვლიო საკითხი. რას  ვიკვლევთ და რა გზით  (მაგ.ვქმნით სპეციალურ კითხვარს და ვატარებთ  როგორცადგილობრივი ახალგაზრდობის  ისე მე–9ე.მე–10ე, მე–11ე,მე–12ე კლასების მოსწავლეების  გამოკითხვას
თუ რა იციან შიდს–ის შესახებ.
მონაცემების აღრიცხვა და ვადები:
ახალგაზრდების  გამოკითხვით  მიღებული  მონაცემები   ფიქსირდება  ჩანაწერის სახით.ერთი კვირის განმავლობაში.
მონაცემთა ანალიზი. როგორ უნდა დავამუშაო მიღებული მონაცემი.
მოხდება შეგროვილი ინფორმაციის კლასიფიცირება.გამოკითხულთა  პასუხების შინაარსის, გამოკითხულთა ასაკის სქესის,სოციალური მდგომარეობის მიხედვით.მონაცემები გაფორმდება  ცხრილის ან დიაგრამის სახით.
დასკვნა : რა შედეგი მივიღეთ, რა გაირკვა ჩვენთვის საინტერესო საკითხის გარშემო.
დაბა ასპინძის მოზარდებმა იციან  თუ რა არის შიდს–ი,როგორ ვრცელდება იგი ,რა არის დაავადების  სიმპტომები და როგორ უნდა დაიცვან თავი შიდსი–საგან. რითაც ამაღლდა ახალგაზრდების ცნობიერება შიდსის შესახებ.
                    პროექტის ხელმძღვანელი:მაია ნათენაძე
                                                ელ.ფოსტა-maianatenadze5@gmail.com